მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა უკვე დაიწყო, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნების გაჩენას უკავშირდება.

„როცა ქვეყნის პრეზიდენტი არ არის თავისი ქვეყნის ოპოზიციაში, ეს არის ბიზნესისთვის კომფორტული გარემო და პირველი ნიშანი უკვე გამოჩნდა, როდესაც ეკონომიკის ზრდამ 5%-ს გადააჭარბა,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების ოპონენტებს შესაძლოა, არ მოეწონოთ, მაგრამ ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის.

„2014 წელში უკეთესი მდგომარეობა იქნება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, 2015-ში უფრო უკეთესი და 2016 წელს იქნება ძალიან სერიოზული და კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები,“- განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, 3-5 თეთრით ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის შემცირებამ შედეგად ის მოიტანა, რომ ქვეყანაში დღეს ინფლაცია არ არის.

კომენტარები