„პირადად ვკითხე ლექსო ჭიკაიძეს და დავაზუსტე ეს საკითხი. მართალი გითხრათ, გულმა არ მომითმინა, მივხვდი, რომ საკითხს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. პირდაპირ ვკითხე, იყო თუ არა რუსთაველზე დარბევისას და მან მითხრა, რომ ის იქ არ იმყოფებოდა. იმ დღეს მორიგე იყო და სამსახურში მის კონკრეტულ დანაყოფში, პოლიციის შენობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ცრუ ინფორმაცია მომაწოდა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

შეგახსენებთ: 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილის, კერძოდ სახალხო კრების მიერ ორგანიზებული, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა 26 მაისის ღამეს ძალის გამოყენებით დაშალეს და მომიტინგეები სასტიკად სცემეს.

კომენტარები