მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას „ნაციონალურმა“ მოძრაობამ 9 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი დაუტოვა და გიორგი კვირიკაშვილი წინამორბედი მინისტრებისგან განსხვავებით გარემონტებული, ახალგაზრდული, მოტივირებული და გამოცდილი ბიუროკრატიით სავსე შენობიდან საუბრობს, სადაც მას საფიქრალი და სანერვიულო არ აქვს იმაზე, რომ ვიღაცა ქრთამს აიღებს პრივატიზებისგან და ვიღაცა მას რამეში მოატყუებს.

„გამიხარდება, თუ ამ მხრივ იქნებიან ჩვენზე წარმატებულები და განავითარებენ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ დავტოვეთ, მაგრამ ნამდვილად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის პრეტენზია, კითხოს: სად გაქრა უგზო-უკვლოდ 700 მილიონი, მაშინ როცა გვეუბნებიან, თქვენ ბიზნესს ატერორებდითო. 9 წელი ბიზნესის ტერორის პირობებში თურმე ეკონომიკა 8-9%-ით მაინც იზრდებოდა და როცა ბიზნესი აღარ ტერორდება, თურმე მაინც არ ვითარდება,“- განაცხადა დავით საყვარელიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, წელს ბიუჯეტში წელს სწორედ 700-მილიონიანი გარღვევაა. საყვარელიძე აცხადებს, რომ ერთგვარად გაუხარდა კიდეც, რომ არჩვენები ვერ მოიგეს, თორემ ვერავის დააჯერებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული, ფაქტობრივად, უფასო გაზი, დენი, სწავლა-განათლება და დაზღვევა შეუძლებელი იყო.

კომენტარები