აქცია16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენი ლოზუნგია – “ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა”, მართალია, ფოთში არც ისე მწვავედ დგას დღესდღეობით, მაგრამ პრობლემა მაინც საყურადღებოა”- აღნიშნა ფონდ “სოხუმის” ფოთის მობილიზატორმა ნელი უნგიაძემ.

2012 წლის 12 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა N126-1 მუხლი: „ოჯახში ძალადობა”, თუმცა ამის მიუხედავად, პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ფარგლებში 6 დეკემბერს დაგეგმილია საკრებულოში მრგვალი მაგიდის მოწყობა, სადაც ფონდის მხარდასაჭერი ფლაერები და სხვადასხვა ატრიბუტიკა დარიგდება.

„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაა, რომელსაც საფუძველი 1991 წელს გლობალური ლიდერობის ცენტრმა ჩაუყარა.

საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2001 წლიდან აქტიურად უერთდება. ფონდი „სოხუმი“ კი 2002 წლიდან, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათობით ღონისძიებას ატარებს.

კომენტარები