„მაქვს გარკვეული საუბრები კახა კუკავასთან, მაგრამ ეს პროცესი რჩება ჯერჯერობით საუბრის დონეზე,“- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

ხაბურძანია განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურებას ვერ ახერხებს, რადგან არჩევნებში მონაწილეობა ბოლო პერიოდში ძალიან გაძვირდა და პარტიებს გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდა.

„ბოლო არჩევნებმა კიდევ უფრო გააძვირა არჩევნები. მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული შეზღუდვები… ამის გამო, ვფიქრობ, რომ მოვემზადებით უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის,“- განაცხადა ხაბურძანიამ.

მისივე თქმით, კანონის ფარგლებში საპარალამენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის მონაწილეობას რუსული ვექტორის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეები დააფინანსებენ, მათ შორის იქნებიან რუსეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები.

კომენტარები