საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ არ იცის, სად იმყოფება მისი პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

წერეთლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი კიევში უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩავიდა, არ დადასტურდა.

„რა ვქნა ახლა. არ მაქვს მე მისი რუკა და კომპასი, როგორ მოძრაობს. საერთოდ, ძალიან რთული გამოსაცნობი იყო ადრეც მისი მარშრუტი და ასეა ახლაც. ვიცი, რომ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე ევროპაში – კონკრეტულ პროექტებზე,“- განაცხადა გიგი წერეთელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტის იანუგურაციის წინა დღეებში უცხოეთში გაემგზავრა. მოგვიანებით, მისი თვითმფრინავი უკან მის გარეშე დაბრუნდა. სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა.

კომენტარები