კიევში, მაიდანს სპეცრაზმელებმა(“ბერკუტი”) და სამხედრო შენაერთებმა ალყა შემოარტყეს. საავტომობილო მოძრაობა და მეტრო დაკეტილია და მაიდანზე არავის უშვებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე შეკრებილებს მოუწოდა უსაფრთხოების მიზნით, ქალებსა და ბავშვებს მაიდანი დაეტოვებინათ, ხოლო დარჩენილები დამოუკიდებლობის მოედანზე გადასულიყვნენ.

“ხელისუფლება ცდილობს, რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და შეგვაშინოს, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მტკიცედ დგომას. მოვუწოდებთ ყველას მაიდანზე მოსვლისკენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე ჩავშლით ხელისუფლების გეგმებს”, – განუცხადა კლიჩკომ მომიტინგეებს.

კიევში ამ წუთებში განვითარებული მოვლენების შესახებ იხილეთ აქ

კომენტარები