საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს აზრის გამოთქმის უფლება და მათ შორის არის პატრიარქიც, რომელმაც თვითმმართველობის კოდექსის შესახებ აზრი გამოთქვა.

მისივე განმარტებით, აზრის გამოთქმა, ასევე შეუძლია დეპუტატ თამარ კორძაიას, მაგრამ პატრიარქის ავტორიტეტი პარლამენტის 150 დეპუტატზე მძიმე და ღირებულია და მისი მოსაზრება გასათვალისწინებელია.

„პატრიაქის მხრიდან, ეს ჩარევა კი არ იყო, ეს იყო აზრი და გამოხატა. თუ გინდა მიიღე, თუ არ გინდა ნუ მიიღბ ამ აზრს, მაგრამ არსებობს პასუხის გაცემის ფორმა. ქალბატონი თამარისგან ფორმა მე ძალიან, ძალიან არ მომეწონა,“- განცხადა ჯაჭვლიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, თამარ კორძაია გადაცემაში მასთან ერთად რომ მისულიყო, შეახსენებდა, რომ საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხით დაინტერესებასთან ერთად, რატრომ არ შეიძლება უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხების ხარჯვის საკითხით დაინტერესებაც.

„შესაძლოა, დემოკრატიის სახელით შემოსული თანხები ჩვენს სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს. ხომ შეიძლება? ამიტომ, შევამოწმოთ ყველა და ძალიან კარგი იქნება, ყველანი ვიქნებით შემოწმებულები,“- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია პატრიარქის მიერ თვითმმართველობის საკითხზე გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას „ფეისბუქში“ შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „ხომ არ ჯობდა ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?“

კომენტარები