“მსჯავრდებულს ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა.

კომენტარები