მისი განმარტებით, მწამებელი და ბრალდებული რომ იყოს, ყოფილ პატიმართა და პოლიტპატიმართა შეკრებებზე თავისუფლად და ვერ მივიდოდა.

„კადრები, რაც საზოგადოებამ იხილა, ჩემი რისკის ფასად გამოვიტანე და ეს თავად განაცხადა არჩილ კბილაშვილმაც, რის გამოცა კვლავ მადლობას ვუხდი. პრაქტიკულად, შაჰიდის ქამარი შემოვიჭირე და თავი ავიფეთქე და თუ პრეცენდენტს არ დაუშვებდა ხელისუფლება იმ გადაწყვეტილების მიღებით, რაც თავის თავზე აიღო გმირულად არჩილ კბილაშვილმა, არავინ ასეთ საქციელს მომავალში აღარ ჩაიდენს და აღარ გაიმეორებს,“- განაცხადა ბედუკაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

ბედუკაძე ადასტურებს, რომ ციხის კადრებში ერთ-ერთ ვიდეოში მისი ხმა ისმის, მაგრამ, თავის დროზე, ამ ფაქტსაც გარკვეული დატვირთვა ჰქონდა.

„ჩემი ხმა არის, მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ეს ხმაც, იმ გარკვეულ მომენტში, თამაშობდა გარკვეულ როლს იქ. ხმა და კადრი ერთი და იგივე მთლიანობაა. სხვა რამეა აქ მთავარი – ვის აწყობს ამ კადრების წამოწევა და მისით მანიპულირება,“- განაცხადა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, აბსურდი და სრული სისულელეა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობა მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწირა. ბედუკაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმის ხელახლა აღძვრას არ ელის და ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში პირად საქმეზე იყო მისული და არა ახალ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან.

კომენტარები