ჩრდილელის განმარტებით, საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში „ჩმორთა” და „სოციოპატთა” გარკვეული ჯგუფი მართავდა”,–განაცხადა ოთარ ჩრდილელმა გადაცემა „დიდ პოლიტიკაში”.

დეპუტატი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში არაეთიკური სიტყვები მათზე ადრე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაამკვიდრეს და მაგალითად ნუგზარ წიკლაურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნათქვამ ფრაზას „აღზევებულ მდაბიოს” იხსენებს.

„პეტრე ცისკარიშვილი კასტეტით უკნიდან მიეპარა დავით საგანელიძეს, სასტიკად სცემეს ვალერი გელაშვილი, ასევე სასტიკად სცემეს დეპუტატი კობა დავითაშვილი, ზურაბ აბაშიძე, მაგრამ, მაშინ რატომღაც ხმა არავის ამოუღია. მხოლოდ სიტყვა „ჩმორი”გახდა პრობლემა? „ჩმორები” არიან და მეტი რა უნდა ეწოდებინა ბატონ სოსო ჯაჭვლიანს. გამოიყვანეს მწყობრიდან ადამიანი,”- განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები შედიან ჟანგბადის ნაკლებობა იწყება.

შეგახსენებთ: პარლამენტში დეპუტატებს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლის მიზეზი უმრავლესობის წევრი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება გახდა.

„ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, – მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის მუშტი-კრივი გაიმართა.

კომენტარები