„კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები Tspress-თან განმარტავენ, რომ კომპანიას ამ დროისთვის ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით ხარვეზი აქვს.

„პრობლემის გამოსწორებას უახლოეს საათებში ველოდებით. ამ დროისთის ხარვეზის გამოსწორებაზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხარვეზის მიზეზებს შესაბამისი დეპარტამენტი იკვლევს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველა აბონენტს უმოკლეს ვადაში აღუდგეს სწრაფი ინტერნეტის მიწოდება,“- განმარტავენ კომპანიაში.

კომენტარები