საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გამო პასუხისმგებლობა რომც არ დაეკისროს, რეპუტაციის გამო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას.

„იმდენად არ ვარ განწყობილი სასჯელის ამგვარი ზომის მიმართ, რომ ვერც ვფიქრობ ლოგიკურად, დააპატიმრებენ თუ არა, მაგრამ, ვამბობ, რომ თუკი მის გასამართლებლად სათანადო არგუმენტები არ იქნება დადებული, არ ასცდება სერიოზული პასუხსიმგებლობა. არჩევნების წინ ასე დისკრედიტებული ადამიანი, თუ ვერ დაიჭირეს, თავად უნდა თქვას უარი, როგორც გერმანიის პრეზიდენტი გადადგა იმ წუთში, როდესაც მას ბრალი წაუყენეს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ: უგულავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. დედაქალაქის მერს სამართალდამცველები დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ედავებიან.

კომენტარები