„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არის სიტუაცია, როცა საზოგადოების მიერ ნდობაგამოცხადებული პოლიტიკური ძალა არის გაუბედავი, არაკონკურენტული და უსუსური, მეორე ძალა კი – რომელიც, ლოგიკით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ჩამოშორებოდა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის უსუსურობიდან გამომდინარე ადგილს კვლავ იმკვიდრებს.

„თუ ასე გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა იმაზე მალე მობრუნდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, სავარაუდოდ, უმსგავსო და უსუსური გარიგება, როცა ხელოვნურად ცდილობენ, შექმნან ორი პოლუსი – ასე ვთქვათ, ორი პარტია ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ.

ამგვარი ორპოლუსიანობის შემთხვევაში, გარწმუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად მოუგებს „ქართულ ოცნებას“,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“. მისივე თქმით, სიტუაციის ამგვარად განვითარება, კოაბიტაციამ, წილების გადაფორმებამ და სავარძლების მორგებამ გამოიწვია.

„მშვენივრად იყოფენ ერთმანეთში წილებს,“- აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარები