თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში არაერთხელ შეუთვალეს – თუ გადადგებოდა, მასთან საქმე აღარ ექნებოდათ.

„ეს მთელი გოდრებით გადაბარგებული ხალხი რომ არის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გინდა პარლამენტში და გინდა საკრებულოში – როგორც კი გადაბარგდნენ, მათ მიმართ საქმე შეწყდა, ივანიშვილი შეხვდა და თავზე ხელი გადაუსვა. პრინციპული საკითხია – მე თუ გადავდგები, ვაღიარებ, რომ ვარ დამნაშავე და ამით ინდულგენციას ვიყიდი, რომ არ დამიჭერენ – არ დავეძებ მე მაგას. სწორედ, ამიტომ ვიბრძოლებ და ვიქნები ბოლომდე. არავისგან ინდულგენციის ყიდვას არ ვაპირებ,“- განაცხადა გიგი უგულავამ „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.

მისივე თქმით, მართლმსაჯულებისთვის გაქცევას არ აპირებს და სასამართლოზე შეჯიბრებითობის უფლებას ითხოვს.

კომენტარები