„ბევრი წლის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური ეპიცენტრი იყო ქუჩა, და ეს არ უწყობდა ხელს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას. ახლა პარლამენტშია ეპიცენტრი. პარლამენტს მიღმა მყოფ პოლიტიკურ ძალებთანაც გამოიძებნა და კიდევ გამოიძებნება გარკვეული სამუშაო ფორმატი. ორი კვირის წინ 150-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი და შეთანხმება, რომ ისინი ჩვენთან თავს იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. პარლამენტი მართლაც ნელ-ნელა ხდება ხალხის, მათი, ვინც აგვირჩიეს,“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტში გასული წლის შედეგების შეფასებისას.

მან ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას:

“გისურვებთ 2014 წელს ყველა სურვილი და ოცნება აგხდენოდეთ. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ თქვენს შრომას. ვიცით, რომ 24 სათიან რეჟიში ერთად ვმუშაობთ. ყველაფერს აკეთებთ ინსტიტუტის გამართული ფუნქციორებისთვის. ყველანი ჩვენს ქვეყანას ისე ვემსახურებით როგორც ეს შეგვიძლია, ამისთვის მადლობას გიხდით ყველას”-განაცხადა მან.

კომენტარები