„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს თანაგრძნობას უცხადებს. „ის ყველაზე ნაკლებად დმნაშავეა იმაში, რაც მოხდა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, პროკურორი განგებ ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში და გალანძღვისა და ლაფის დასხმის შემდეგ გაუშვებენ. მისი ცოდვა ამათ კისერზე იყოს, ვინც წარადგინა პიროვნება გენერალურ პროკურორად, რომელიც თურმე გასამართლებული ყოფილა მძიმე დანაშაულისთვის. თანაც არა შრი-ლანკაში ან ფილიპინებზე, სადაც შარიათის ნორმები მოქმედებს, არამედ, კლასიკური სამართლის ქვეყანაში – გერმანიაში,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ მთავარ პროკურორად ნასამართლევი პირი დაენიშნათ.

„ერთადერთი, შუა საუკუნეებში რომის პაპად აირჩიეს ქალი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კაცი ყოფილა. მას შემდეგ რომის პაპებს სინჯავენ დეტალურად, რომ არ გაეპაროთ. მეორე შემთხვევა საქართველოში მოხდა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც კანონებზე ზედამხედველობის უზენაეს უფროსად დაინიშნა ნასამართლევი პიროვნება,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები