მთავრობამ ცხადია, მომხდარი ისე შეფუთა, როგორც ამას უკვე შეუქცევადად ცივილური საზოგადოება ითხოვს მიეწოდოს. გადარჩენილები კი, რომლებიც საუბრობენ მომხდარზე, საზოგადოების ისეთი ალტერნატიული ნაწილია, რომელსაც სიმართლის მიუხედავად, ფუნდამენტური ღირებულებების მიუხედავად, ჩამოყალიბებული სამართლებრივი ღირებულებების მიუხედავად, არც ერთი მათგანი რომ არ გულისხმობს მათ.

ყველა კანონს გამონაკლისები ხდიან შეუქცევადს. ამ შემთხვევის გამინაკლისების არსებობა ისეთივე ანდეგრაუნდია, როგორიც სხვადასხვა დროის სიახლეები, საზოგადოება რომ დასდევდა მოსასპობად. საბერძნეთიდან რამდენიმე დღეში თითქმის იგივე ისტორია განმეორდა ესპანეთში – ესპანეთის საზღვაო საზღვარში ათობით ადამიანი ჩახოცეს მესაზღვრეებმა.

ქართული მედიას, ეს არ გაუშუქებია. ცხადია, არც ერთი. მსგავსი ფაქტების მიწოდება საზოგადოების ანტანოგისტუირ განწყობას გამოიწვევს. ზოგადად, (არმიწოდებულ ფაქტზე კიდევ ერთი გამახსენდა – გასული წლის ნოემბრის თვეში ესპანეთის პოლიციამ როგორ ჩაცხრილა ბიზნესმენი იმისი გამო, რომ ის გეი იყო (ისე, მგონი, სტატისტიკურ მონაცემად არც ის გახსენებია არავის, პარიზის მერს იმიტომ, რომ ესროლეს გეი (თან სოციალისტი) რომ იყო).

ახლა, ამ წუთებში, პოლონეთის მიგრანტების ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ციხეში ათობით ადამიანი შიმშილობს. უკვე 20 დღეა. ციხის უფროსი დღეში რამდენჯერმე მიდის მათთან, დახედავს, ეტყვის, რაც მეტად გააგრძელებთ პროტესტს, მით მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ ჩემგან (შესაძლოა მწვანე, ან ხასხასა წითელი ვაშლსაც კი ჭამს მათ თვალწინ).

პოლონეთში ელექტროშოკით თიშავდნენ მიგრანტებს მესაზღვრეები, რომ საკუთარ გემოზე ეცემათ და ცხოვრებაში დაგროვილი ზიზღი და აგრესია ამ თითქმის გვამებად გადაქცეულ სხეულებზე ეყარათ. რამდენჯერაც დათვრებოდნენ ან გაახსენდებოდათ, რომ მათ ცოლს მეგობარი ანაყოფიერებდა, იმდენჯერ ქონდათ გამოწერილი მიგრანტებს ელექტროშოკი და ხელჯოხებით ცემა. დიდება მათ – რამდენი მესაზღვრის ოჯახი გადაარჩინეს აგრესიით ურთიერთობის გაფუჭებას.

ივნისში გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებია. სტრასბურგიდან ბრიუსელში გაიმართება მარში, მსვლელობა ფრონტექსის წინააღმდეგ. 450 კილომეტრს ფეხით გაივლიან მიგრანტები და ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ (საზოგადოებრივი მოძრაობები და არა არასამთავრობოები) და უბრალოდ, მათი მხარდამჭერები.

მინდოდა ამ დღეს ბრიუსელში დიდი კონცერტი გამართულიყო, მაგრამ იმედი მაქვს ერიხ ემანუელ შმიტს მაინც შევხვდები. მან, ერთხელ, საინფორმაციოში სიუჟეტი ნახა – პოლიციამ როგორ აღმოაჩინა მიგრანტები სატვირთო მანქანის საბარგულში. სულ 40-50 წამიანი სიუჟეტი იყო, საფრანგეთის ერთ-ერთ არხზე. შემდეგ ამაზე რომანი დაწერა – „ულისე ბაღდადიდან“. ისეთია, თითქოს განცდილი. ყოველი ემოცია. ყველაფერი ჩემზე იყო. განსაკუთრებით ის წინადადება – ჩემს სამშობლოში ადგილი არ მაქვსო რომ ამბობს.

მიკვირს, რატომ არ წერენ ჩვენი მწერლები სოციალურ პრობლემატიკაზე. არა და კიდევ ერთხელ ვიკითხე ის, რასაც უკვე გავეცი პასუხი – იმიტომ, რომ მწერლები, ზოგადად ხელოვანები, მაგრამ განსაკუთრებით მწერლები, ყველაზე დიდი კომფორმისტები არიან. ამ წინადადებას ემატება ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა – საქართველოში.

ისევე, როგორც ზოგადად ყველაფერს, რადგანაც ან ძალიან შეისისლხორცა (თვისებად გაიხადა) ან ვერ მიიღო (გაუცხოვდა) ის, რაც უნდა დანერგოს, როგორც განსაკუთრებით გამორჩეულმა (ან ერთ-ერთმა განსაკუთრებით გამორჩეულმა) ერმა, როგორც ამას მუდმივად გვიმეორებდნენ, როგორც იმ პროდუქტის რეკლამას, რომელსაც ვადა გაუვა რამდენიმე თვეში და სასწარაფოდ უნდა გაიყიდოს ყველაფრის ფასად. იმ ბავშვების ფასადაც, ეპიდემიასავით რომ მოედოთ ქიმიური შენაერთები, რომლითაც იხოცებიან, იმ მოზარდების ფასადაც, თავს რომ იკლავენ და რამდენი სხვა.

საქართველომ 20-მდე მიგრანტის საქმე წააგო სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ექნება წასაგები იმათთან, ვისაც ჯერ არ უჩივლია. მიგრაცია ქართულ მედიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აინტერესებს – როცა ღვინისგან ანთებული პატრიოტიზმით აღგზნებული ახალგაზრდები შავკანიანებს წარბს გაუხეთქავენ. ამ დროს ნახევარი საქართველო (რომელიც ან მთვრალია, ან პახმელიზე, ან სულაც ასე ფიქრობს) იმ ქართველი ვაჟკაცის მარჯვენას აქებს, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა, მეორე ნახევარი ერთ გაბრაზებულ პოსტს დაწერს საკუთარ გვერდზე რომელიმე სოციალურ ქსელში. მედია ერთ გამოშვებაში 30 წამიან სიუეტს გაუშვებს. პრობლემაც ამოწურულია.

თითქმის ყველა დონორი ორგანიზაცია შემოვიარე საქართველოში, რომ მომეძიებინა ფინანსები დოკუმენტური ფილმისთვის – მუშა სახელწოდებით „მიგრანტების უფლებები ევროპაში“. ქვეყანაში, რომელსაც მილიონნახევარი (მოსახლეობის მესამედი ემიგრანტი ყავს) საჭირო ფინანსები არ მოიძებნა – დონორი ორგანიზაციების პორიორიტეტი არ აღმოჩნდა ეს პრობლემა. მაშინ ვიფიქრე – როგორ შეიძლება არსამთავრობოები ეფექტურად მუშაობდნენ, თუკი სხვა კარნახობს სამოქმედო სივრცეს. ამ ფიქრის გამო არა, მაგრამ, ზოგადად, არასამთავრობოებს არ ვენდობი. ისინი ჩემი ყოფილი ჟურნალის ჰოროსკოპის განყოფილებას გვანან – მე თვითონ რომ ვიგონებდი.

არასამთავრობოები ყველგან (ყველა ქვეყანაში) ასე მუშაობენ. საიტისთვის ან რაპორტებისთვის. ნებისმიერი ობიექტი (თემა) დამხმარე საშუალებაა. პარალელურად, სამწუხაროა, რომ საქართველოში არ არსებობს საზოგადოებრივი დაჯგუფებები, აქტივისტები, რომლებიც იდეის გარშემო შეიკრიბებიან (ადამიანის უფლებების, ეკოლოგიური პრობლემების გამო და სხვა) და იბრძოლებენ საკუთარი საზოგადოებრივი იდეალებისთვის იმიტომ, რომ მოქალაქეები არიან, ამ სიტყვის არსებითი მნიშვნელობით.

ეს ალბათ, უახლოეს მომავალში არც შეიქმენა – საზოგადოებას, რომელსაც ტელევიზიით და სოციალური ქსელებით აქტიურად ახსენებენ, რომ უნდა დაიბანოს, ალბათ, ბევრი უკლია ცხოვრების აქტივისტურ წესამდე. ეს გზა იმაზე გრძელია, ვიდრე გზა ევროკავშირამდე, სადაც ღარიბი არაბები და აფრიკელები არ ჭირდებათ (ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას არ ამბობენ).

ფრონტექსმა მკაცრად დაადგინა საზღვრების დაცვის სისტემა. მან თქვა – ესროლეთ ყველას, ვინც საზღვარს დაგირღვევთ. თუნდაც ეს ბავშვი იყოს – მეუბნება ჩემი პოლონელი მეგობარი, რომელმაც გუშინ პოლონეთის ადმინისტაციულ ციხეებში მიგრანტები მოინახულა. კაცობრიობა არ იყოფა ღარიბებად და მდიდრებად, ან ქალებად და კაცებად.

კაცობრიობა იყოფა ადამიანებად და თავშესაფრის მაძიებლებად. We are refuge. Ekaterina, we are refuge. მე დღემდე შოკში ვარ. როგორ შეიძლება?!.. როგორ შეიძლება?! შეიძლება – მპასუხობს ჩემი მეგობარი შუაგული ევროპიდან – რომ ადამიანები დახოცონ იმიტომ, რომ მათ უკეთესი ცხოვრების სურვილი აქვთ. აქ, შენსა და ჩემს გვერდით. აქ, ცენტრალურ ევროპაში.

მსგავს თემაზე:

ერთი წელი პოლონური ჯოჯოხეთიდან

საქართველოდან დევნილი ეკატერინე ლემონჯავა პოლონეთის ბანაკში შიმშილობს

როკერა – მთელ ევროპას გავაგებინებ, როგორი ჯოჯოხეთია პოლონეთი

“ქართული ოცნების” მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ

“როკერა”: „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

„А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი

მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა

კომენტარები