ზუგდიდის ბაზარში, TSpress-მა 40-მდე მოვაჭრე გამოკითხა. კითხვაზე: რა შეიცვალა ხელისუფლების შეცვლით, უმრავლესობამ უპასუხა – “არაფერი” ან “უარესობისკენ”. ხოლო რამდენიმე რესპოდენტმა აღნიშნა, რომ სასიკეთო ცვლილებები, ძირითადად, ჯანდაცვის და განათლების სფეროშია. მხოლოდ მცირე ნაწილმა არ ისურვა პასუხის გაცემა.

გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილო იყო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ოცნების” პოლიტიკით, რასაც ზოგიერთი მათგანი საკმაოდ აგრესიულადაც გამოხატავდა.

რესპოდენტებთან გასაუბრებისას, რამდენჯერმე გაისმა ცალკეული შეძახილებიც -“ძირს ოცნება” და “გაუმარჯოს მიშას!” თუმცა კამერის წინ გამოჩენას ისინი ერიდებოდნენ.

ერთ-ერთმა მოვაჭრემ, “ქართული ოცნების” ბუკლეტიც კი დახია.

კომენტარები