“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის ინფორმაციით, ბიულეტენები მე-16 საარჩევნო უბანთან ახლოს, ტყეში იპოვნეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში, მე-16 საარჩევნო უბანს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და საარჩევნო ბიულეტენები გაიტაცეს.

“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” 80-კაციანი მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აკვირდებიან არჩევნებს. ისინი სარგებლობენ პლანშეტებით, ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით მათ მიერ გამდოგზავნილ ფოტო მასალას.

კომენტარები