ფოთის #70 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ფოთში, 17:00 საათისთვის, 35,33%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროისათვის, სულ 14 362-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ფოთში სულ რეგისტრირებულია 40 656 ამორჩეველი.

ფოთში სულ გახსნილია 32 საარჩევნო უბანი.

# 70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროისათვის, მხოლოდ ერთი საჩივარი #13 უბანშია დაწერილი.

# 70 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, სულ 7 177 ამომრჩეველმა (17,65 %) მისცა ხმა, ხოლო 15:00 საათისათვის 12 218-მ ამომრჩეველმა(30,05 %).

ამავე თემაზე:

ფოთელი ნაციონალების მტკიცებით, მათ უბანზე “კარუსელის” მცდელობა დააფიქსირეს

კომენტარები