„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანთანხის გამოყოფის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

მთავრობის განკარგულებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ ლარს მიიღებს. 2 537 000 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის საკომპენსაციო რესურსს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მოცულობა ჯამურად 1 660 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დაფინანსებას თანხის მოცულობის დაზუსტების შემდეგ გამოყოფს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კომენტარები