ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური, შაბათს, 12 ივლისს, ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, ესენია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი და ფოთი.

მერის არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს ხმების რაოდენობის მიხედვით, პირველ ტურში პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

კომენტარები