შსს-ს ინფორმაციით, სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში, 1102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით.
მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის – 9%.
2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 – ქალი.
დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი – 372.
ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ბოლო ადგილზეა – გურია (9 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში (0,4).
კომენტარები