ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ევროკავშირის ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. 9 გამარჯვებულიდან 3 ფოთის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის (ასაკი 14-18) ჩატარდა ესეების კონკურსი, მონაწილეებს ესეები უნდა დაეწერათ სამი შეთავაზებული წიგნიდან ერთ-ერთზე : ანა ფრანკის დღიური, უილიამ გოლდინგის ,,ბუზთა ბატონი“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო“ .

ნამუშევრები შეაფასეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: წერის ზოგადი კულტურა, ტექსტის ორგანიზება, გადმოცემული აზრის სისხარტე და ორიგინალურობა, ძირითადი იდეების გამოკვეთა და მათი თანამედროვეობის კონტექსტში დანახვა.

ესეები შეფასდა პროფესიონალი ჟიურის მიერ, რომლის წევრებიც იყვნენ: დავით გაბუნია, დიანა ანფიმიადი და ანა ჭაბაშვილი.

საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან სულ შესული 71 ნამუშევრიდან გამოვლინდა 9 გამარჯვებული სამ საპრიზო კატეგორიაში.

გამარჯვებულების პირველ სამეულში, რომელსაც პრიზად გადაეცემა ელექტრონული წამკითხველი Amazon Kindle მოხვდნენ:

1. თამთა მახათაძე – შორაპნის საჯარო სკოლა

2. ლილი ჩხარტიშვილი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა

3. სოფიო მენთეშაშვილი – დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა, მე-12-ე კლასი

მეორე სამეულის გამარჯვებულებს პრიზად გადაეცემათ წიგნის მაღაზია „დიოგენე“-ს 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები:

1. თამაზ სილოგავა – ფოთის # 5 საჯარო სკოლა

2. სალომე კვატიძე – ფოთის # 5 საჯარო სკოლა

3. მარიამ ფირცხალაიშვილი – ბათუმის 1 საჯარო სკოლა

მესამე სამეულის გამარჯვებულებს გადაეცემა წიგნის მაღაზია „დიოგენე“-ს 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები:

1. მარი მღებრიშვილი – თბილისის #94 საჯარო სკოლა

2. დაჩი კიზირია – ფოთის # 5 საჯარო სკოლა

3. ნიკა გელოვანი – თბილისის სკოლა-ლიცეუმი

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი დაეკონტაქტება გამარჯვებული სკოლების დირექტორებს და ადგილზე გამართავს დაჯილდოების ცერემონიებს 2014 წლის 15 ნოემბრამდე.

კომენტარები