შეასრულა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებები ? – ქალაქის ქუჩებში მოქალაქეებისთვის დასმულ კითხვაზე TSpress-ის გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად პასუხობს. ფოთელები გაძვირებულ ფასებსა და ცხოვრების გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

TSpress-მა სულ 30-მდე ადამიანი გამოკითხა. კამერასთან საუბარს მხოლოდ 13 მათგანი დათანხმდა. გამოკითხულიდან, უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მუშაობით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო დაპირებები არ შესრულებულა.

ზოგიერთი უკმაყოფილოა მაჟორიტარის საქმიანობითაც. ისინი საუბრობენ გაძვირებულ ფასებზე, უმუშევრობასა და თვითმმართველობის უმოქმედობაზე, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ დანაპირების ნაწილი შეასრულა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულ რესპოდენტთა მხოლოდ 15% ასახელებს „ქართულ ოცნებას“.

კომენტარები