ფოთში, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი ლიდერის, ჯანო იზორიას მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. მოგვიანებით კი ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში, ჯანო მაყურებლის წინაშე ჩვეულ ამპლუაში წარსდგა. მან ლაშა ბუღაძის სპექტკალ „თეატრი”-ში ითამაშა.

კონცერტზე სიმბოლურად შესრულდა ცეკვა „აფხაზური“ . გამომდინარე იქედან, რომ შემდეგ ტურში, “ცეკვავენ ვარსკვლავების” პროექტში ჯანო სწორედ „აფხაზურ“ ცეკვას შეასრულებს.

როგორც თავად ჯანო ამბობს, მისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნომერს და თავად თხოვა ჟიურის წევრებს ამ ცეკვის შესრულება. ჯანო წარმოშობით აფხაზეთიდანაა და იმედს იტოვებს, რომ ამ ცეკვის შესრულების შემდეგ, თუნდაც ერთი აფხაზი მოქალაქე დაურეკავს.

ჯანო იზორია კარინა ლისენკოსთან წყვილში ცეკვავს.

იზორია ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობია, მან არაერთი სპექტაკლი ითამაშა, ასევე თამაშობს ქართულ ფილმებში: „ტიფლისი“ ; „ზღვარი“ ; „გაღმა ნაპირი“ და სხვა. ის ასევე მარჯანიშვილის თეატრშიც მოღვაწეობს.

ჯანო იზორია საზოგადოებრივადაც ძალიან აქტიურია. ბოლო პერიოდში, აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში – „ფოთი თევზის სუნის გარეშე“.

კომენტარები