ფოთელმა ჯანო იზორიამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქართულ ტურში ცეკვა „აფხაზური“ შეასრულა და პირველი უმაღლესი შეფასება მიიღო.

იზორია ჟიურის ოთხივე წევრმა უმაღლესი ქულებით შეაფასა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გოჩა ჩერტკოევმა კი პროექტის ამ სეზონის მანძილზე პირველი 10 ქულიანი დაწერა.

იზორია ასევე ხალხის და ჟიურის რჩეულად რჩება – ის ბოლო ორ ტურში SMS-ლიდერიც გახდა.

როგორც ჯანო იზორიამ Tspress-ს განუცხადა, აფხაზურის ცეკვის შესრულება მისი სურვილი იყო, რადგან მისი ძირი აფხაზეთიდანაა.

ჯანო იზორია კარინა ლისენკოსთან წყვილში ცეკვავს.

იზორია ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობია, მან არაერთი სპექტაკლი ითამაშა, ასევე თამაშობს ქართულ ფილმებში: „ტიფლისი“ ; „ზღვარი“ ; „გაღმა ნაპირი“ და სხვა. ის ასევე მარჯანიშვილის თეატრშიც მოღვაწეობს.

ჯანო იზორია საზოგადოებრივადაც საკმაოდ აქტიურია. ბოლო პერიოდში, ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში – ფოთი თევზის სუნის გარეშე“.

ამავე თემაზე:

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ფოთელი მონაწილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი [Video]

კომენტარები