ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 46 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც „საარჩევნო განვითარების სკოლების“ სასწავლო კურსს გაუძღვებიან. შეხვედრების თემატიკა იქნება: საარჩევნო სისტემები, არჩევითი ორგანოები საქართელოში, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

ტრენინგები ჩატარდება ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ზესტაფონში, საჩხერეში, ამბროლაურში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომსა და ახალციხეში.

პროექტი ხორციელდება ცესკოს და სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და აშშს განვითრების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები