26 კანდიდატიდან ყველაზე ცნობილი ედუარდ შევარდნაძის კადრი, 2001-2003 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილია. ნარჩემაშვილმა ვარდების რევოლუციიდან ორ დღეში დატოვა თანამდებობა და განაცხადა – გადადგომა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მომხდარიყო მასის კვლავ ეგზალტირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეჭრაო.

ეს ნაბიჯი 13 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დააფასა. პერსონალურად გიორგი კვირიკაშვილისთვის კობა ნარჩემაშვილის მაშინდელი გადადგომა „ნათელი მაგალითი აღმოჩნდა იმისა, თუ როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში“.

ბოლო დღეების განმავლობაში, ნარჩემაშვილზე ბევრი დაიწერა სოციალურ მედიაში. ზოგიერთი ნარჩემაშვილის შევარდნაძისადმი ერთგულებას იხსენებს და იწონებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრმა მარინა მუსხელიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ნარჩემაშვილის წარდგენით დამთავრდა „ნეგატიური სტიგმატიზების წლები იმ ადამიანებისა, ვინც ვარდების რევოლუციის დროს მიშას გვერდში არ ედგა“.

მუსხელიშვილი ნარჩემაშვილის წარდგენით „თანასწორობის“ აღდგენას ზეიმობს. „ოცნებასთან“ დაკავშირებას ზეიმობენ თავად დეპუტატობის კანდიდატები, რომელთა უმეტესობას წარდგენის დროს სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა.

დღეისათვის მმართველმა პარტიამ საზოგადოებას 26 სახე შესთავაზა, მათ შორის იმერეთში მაჟორიტარობის 11 კანდიდატი გუშინ წარადგინა. ქუთაისში „ოცნების“ მხარდამჭერები აღმაშენებლის გამზირზე შეიკრიბნენ. საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებისას, გუშინ ბევრჯერ აჩვენეს რამდენიმე კილომეტრზე თავმოყრილი ხალხის „მდინარე“. 13 ივლისს, „ოცნების“ ახალი სახეების წარდგენაზე მასობრივი შეკრება არ ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ მაშინ შეკრება სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის კარმიდამოში, საგურამოში გაიმართა. სიმბოლიზმს დიდი ადგილი უკავია „ოცნების“ პოლიტიკურ პიარში, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის”

კობა ნარჩემაშვილი – ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქი, მაჟორიტარობის კანდიდატი

გენადი მარგველაშვილი – ქუთაისის N47 საარჩევნო ოლქი, მაჟორიტარობის კანდიდატი

დიმიტრი მხეიძე – ქუთაისის N48 საარჩევნო ოლქი, მაჟორიტარობის კანდიდატი

ცოტნე ზურაბიანი – წყალტუბო, მაჟორიტარობის კანდიდატი

შალვა კიკნაველიძე – ზესტაფონი, მაჟორიტარობის კანდიდატი

ელგუჯა გოცირიძე – თერჯოლა-ტყიბული, მაჟორიტარობის კანდიდატი

პაატა კვიჟინაძე – საჩხერე, მაჟორიტარობის კანდიდატი

გრიგოლ ლილუაშვილი – ვანი-ხონი, მაჟორიტარობის კანდიდატი

სულხან მახათაძე – ჭიათურა, მაჟორიტარობის კანდიდატი

კობა ლურსმანაშვილი – ბაღდათი-ხარაგაული, მაჟორიტარობის კანდიდატი

გია მიქელაძე – სამტრედია, მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ახალი სახეები

თამარ ჩუგოშვილი – იურისტი

გიორგი გახარია – ბიზნეს ომბუდსმენი

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი

არჩილ თალაკვაძე – შს მინისტრის მოადგილე

თამარ ხულორდავა – სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე

ირინა ფრუიძე – ინტელექტ კლუბ რა? სად? როდის? წევრი

კახა კუჭავა – სამართალმცოდნე, კავკასუს მინერალსის დამფუძნებელი

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი

ნინო გოგუაძე – ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე

რომან კაკულია – ევროკავშირის პროგრამების კორდინაციის პროგრამების უფროს

აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი ფონდი კურაციოს წარმომადგენელი

სოფო კილაძე – შს სამინისტროს აკადემიის ყოფილი პრორექტორი

სოფო ქაცარავა – ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი

სოფო ჯაფარიძე – პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში

კომენტარები