“ქართულმა ოცნებამ”, ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად, ირაკლი ხახუბია წარადგინა. მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ინფორმაცია მოიპოვება. კვირიკაშვილმა ის კერძო სექტორის წარმომადგენლად დაასახელა, თუმცა, სააკაშვილის პერიოდში ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობის შესახებ არაფერი უთქვამს.

„ვიცი, ამ ქალაქის ტკივილი, ვიცი, რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს“,- განაცხადა ირაკლი ხახუბიამ წარდგენისას.

TSpress.ge-ის ინფორმაციით, ის ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა, ხოლო ბიზნესმენ თენგიზ სარიშვილის ახლო ნათესავია.

წარდგენას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია და სხვა ადგილობრივი მაღალჩინოსნები.

სამეგრელოში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

ზუგდიდში -მერაბ ქვარაია, ზუგდიდში – ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში – გოგა გულორდავა, ხობში – გოდერძი ბუკია, სენაკში-ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში – ოთარ დანელია.

კომენტარები