ინტერნეტგამოცემა TSpress.ge ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს საარჩვენო პროექტს „რეგიონული ახალი მედია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ინფორმირებისთვის“.

პროექტში TSpress.ge-ს (სამეგრელო-ზემო სვანეთი) პარტნიორ გამოცემებს წარმოადგენენ:, SKnews.ge (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) Qartli.ge (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი), PSnews.ge(იმერეთი,რაჭა-ლეჩხუმი), Knews.ge (კახეთი).

უკვე შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი – რეგიონული მედია საპარლამენტო არჩევნების ინფორმირებისთვის, რომელიც იქნება ყოველდღიურად განახლებადი და აღნიშნული რეგიონებიდან გაშუქდება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა ობიუქტურად და მიკერძოებლად.

ამომრჩეველს ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო პროცედურების, ცესკოს სერვისებისა და ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც აღმოჩენილი იქნება წანასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

ორგანიზაციები საკუთარ რეგიონებში, არაინტერნეტიზებული ამომჩევლებისათვის 2 კვირაში ერთხელ უფასოდ გაავრცელებენ 3 ათას ცალ ბიულეტენს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა მათთვის საინტერესო მასალა საარჩევნო საკითხებზე.

ასევე ვებ-გვერდებზე დამატებულ რუბრიკაში: კითხვა-პასუხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გაშუქდება შერეული საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარული ოლქების, საზღვრების ცვლილება, საარჩევნო პროცედურები და ა.შ. პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტები შეასრულებენ მედიატორის როლს, შეაგროვებენ ამომრჩეველთა კონკრეტულ კითხვებს, რომლებიც ეხება საარჩევნო პროცედურებს და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებს და მათ პასუხებთან ერთად გამოაქვეყნებენ ვებგვერდებზე კვირაში ერთხელ.

ხუთივე საინფორმაციო ცენტრის დაახლოებით 20 ჟურნალისტისთვის ჩატარდება ტრენინგები საარჩევნო, ჟურნალისტური სტანდარტის და სოციალური მედიის შესაძლებლობებზე. პროექტის ფარგლებში თითოეულ მედია ორგანიზაციას ჩაუტარდება 2 დღიანი ტრენინგი 3 საკითხზე: ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაშუქების მედია სტანდარტი და ახალი მედიის და სოციალური მედიის შესაძლებლობები არჩევნების გასაშუქებლად. (ტრენერი ეკატერინე ფირცხალავა)

ტრენინგები დღეს გორში უკვე დაიწყო.

კომენტარები