2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოთხი წელი გავიდა. “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ეკა ბესელიამ ფოთელებისთვის არაერთი დაპირება გასცა. სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, კომუნალური გადასახადების ფასების დაწევა, პორტის ქალაქისთვის დაბრუნება – ეს ეკა ბესელიას მიერ კენჭისყრისას გაცემული დაპირებების არასრული ჩამონათვალია.

კითხვაზე: სამი დაპირება, რომელიც გახსოვთ ეკა ბესელიას საარჩევნო

კამპანიიდან და შეასრულა თუ არა 
რომელიმე? - მოსახლეობის დიდი ნაწილი 
უპირველესად დასაქმების დაპირებას 
იხსენებს, რომელიც, მათი აზრით, არ შესრულდა.

მათი აზრით, ამ უკანასკნელის მოგვარების შემდეგაა სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარება შესაძლებელი. ფოთელები ფიქრობენ, რომ არც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების პირობებში, უმუშევრობის აღმოსაფხვრელად ნაბიჯები თითქმის არ გადადგმულა.

 

ადგილობრივების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა რეგიონებთან ერთად, ფოთში დაპირებების უმეტესობა არ შესრულდა და ხელისუფლება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვით იყო დაკავებული. ზოგიერთი, შესრულებულ დაპირებებს შორის, ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს, ზოგიერთი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ შესრულებით ნაწილობრივ კმაყოფილი არიან. ისინი გარკვეული დროის მერე ხელისუფლების გამოსწორებას ვადაუდობენ.

კომენტარები