“ნაციონალური მოძრაობა”ფოთელი აქტივისტების ნარკოტესტზე შემოწმების მიზნით დაკავებასა და 10-საათიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოშვებას, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

გუშინ, ფოთის ორგანიზაციის 3 აქტივისტი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. არცერთ მათგანს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა.

“ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს მსგავს ნარკოპოლიტიკას და ამ ფაქტს მათ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს.

წუხელ გვიან ღამით, სამივე მათგანი გაათავისუფლეს.

შსს-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები