“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ფოთელმა კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ 2012 წელს, “ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შეწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი ჯამში, მაშინდელ მმართველ პარტიას 120 ათასი ლარი შესწირეს.

ირაკლი ხახუბიას ბიზნესპარტნიორებს, კომპანია ჯეონათს“- ის თანადამფუძნებლებს: თენგიზ სარიშვილსა და კახაბერ ლატარიას, 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში, 60-60 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული.

წინა საპარლამენტო არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის”ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი თენგიზ სარიშვილი იყო, რომელიც ირაკლი ხახუბიას მძახალია. ხახუბია წინა საპარლამენტო არცევნებში “ნაციონალური მოძრაობის” და მისი კანდიდატის აქტიური მხარდამჭერი იყო.

ირაკლი ხახუბიას შესახებ მწირი ბიოგრაფიული ინფორმაცია მოიპოვება. კვირიკაშვილმა ის კერძო სექტორის წარმომადგენლად დაასახელა, თუმცა, სააკაშვილის პერიოდში ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობის შესახებ არაფერი უთქვამს. ბიზნესში ის სწორედ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნობის შემდეგ მოხვდა.

TSpress.ge-ის ინფორმაციით, ხახუბია ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნების” ფოთის მაჟრიტარობის კანდიდატი “ნაციონალების”დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო

კომენტარები