„ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ მიშას საქმეს, მიშას კარგ საქმეებს, როგორ გააგრძელებენ მის პროექტებს… თქვენთან ერთად გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული დავრჩი ამ 4 წლის განმავლობაში დიდი არაფერი არ მომხდარა. რამდენიმე ნათელი წერტილი იყო, რასაც მივესალმები, მაგრამ ძირითადი კურსი ჩვენი ქვეყნის არის უარყოფითი, კურსი არის გამოსასწორებელი. ეს იარაღი ჩვენს ხელშია“- განაცხადა სანდრა რულოვსმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად ფოთში ჩამოსულმა სანდრა რულოვსმა.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ქვეყნის კურსისა და მიმართულების შეცვლის პირობა დადო და განაცხადა, რომ ის მზად არის „ხელში აიღოს ქვეყნის სწრაფი განვითარების პასუხისმგებლობა“.

მისთვის პოლიტიკაში შესვლა ტალახის სროლასთან, პროვოკაციებთან, ტყუილებთან ასოცირდება: „იმ დონეზე არ ჩავალ არასდროს, მე დავრჩები ვინც ვარ და ვინც ვიყავი”- აღნიშნა რულოვსმა.

„ბევრი პროექტი არის ეხლა მაცივარში და ვადა აქვს 9 ოქტომბერს, ჩვენ თუ არ ამოვიღებთ იმ პროექტებს 8 ოქტომბერს თქვენი მხარდაჭერით, 9 ოქტომბერს ვერ ამოვიღებთ და გაფუჭდება“_ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრისას სანდრა რულოვსმა შეჩერებულად შეაფასა.

შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფოთელი კანდიდატი ბექა ბასილაია და პარტიის ადგილობრივი ლიდერი ვახტანგ დარცმელიძეც იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.

კომენტარები