რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე შანსი? – TSpress-ის ამ კითხვას ფოთში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის მხარდასაჭერად, დევნილთა დასახლებაში მისულმა ყოფილმა პირველმა ლედიმ და “ნაციონალური მოძრაობის”ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ორჯერ ზურგი შეაქცია.

ის მხოლოდ მესამედ დასმულ კითხვაზე გახდა იძულებული შეკითხვისათვის ეპასუხა:

T.S. – თქვენ ახსენეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ იყო რაღაც ცუდი, რას არ გაიმეორებდით? მეორეჯერ რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი ?

ს.რ. მივხვდი თქვენი კითხვა… ამაზე უკვე ძალიან ხშირად ვუპასუხე. ყველამ იცის – რა იყო კარგი და რა იყო ცუდი.

TS – რატომ უნდა დაუჭირონ “ნაციონალური მოძრაობას” მეორედ მხარი?

ს.რ – როგორ მეორედ? მე პირველად ვარ და მე ჩემს თავზე ვსაუბრობ.

TS – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხართ…რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე შანსი?

– „კი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლეთ და გავააანალიზეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, საქმიანი პროგრამა, ჩემი ჩართვაც არის გარანტორი იმისა, რომ ცუდი არაფერი არ განმეორდება და იქნება მარტო განვითარება ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ მშვენიერი ქვეყნისათვის, რომელსაც ამდენი პოტენციალი აქვს.“- განაცხადა მან.

შეხვედრის ბოლოს TSpress-ს სანდრა რულოვსის დაცვამ მანქანის გადაღება აუკრძალა.”აქ არარ გადაიღო! მანქანები არ გადაიღო!…ხო გითხარი: არ გადაიღო!”- მიუთითებს დაცვის წევრი ოპერატორს.

სანდრა რულოვსი დღეს ფოთში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები დახვდნენ.

კომენტარები