“ქართული ოცნების” კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას მოსახლეობასთან შეხვედრებზე საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიების თამვმჯდომარეები დაყვებიან. კანდიდატი საბიუჯეტო დაფინანსებით გაკეთებულ ყველა საქმეს თავად იწერს და ხალხს მისი არჩევის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან კიდევ მეტის გაკეთებას პირდება, რაც კანონით თვითმმართველობის კომპეტენციაა.

საკრებულოს წევრები მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე ეცნობიან და განცხადებით მიმართვას ურჩევენ. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილი და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე სამსონ კუტალია მოსახლეობას ხახუბიას არჩევის შემთხვევაში, ყველა დასახელებული პრობლემის ბიუჯეტში გათვალისწინებასა და მოგვარებას პირდებიან.

“პირობას გაძლევთ ბიუჯეტში ჩავასმევინებთ და ამ პრობლემას მოგიგვარებთ”- ეუბნება ჩხარტიშვილი ერთ-ერთ უბანში შეხვედრისას.

როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ირკვევა კანდიდატი არ ფლობს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას, ამიტომ ძირითადად კუტალია და ჩხარტიშვილი ლაპარაკობენ, პრობლემებს ინიშნავენ და მოსახლეობას განცხადების დაწერას თხოვენ. შეხვედრებს მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი ელისო ციცქარავაც ესწრება.

საკრებულოს წევრები აქამდე მოსახლეობაში მსგავს შეხვედრებს არ მართავდნენ.

კანდიდატი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთადმაია ჩხარტიშვილი და სამსონ კუტალია

კომენტარები