ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ ამომრჩეველთა განახლებულ ერთიან სიაში თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე ‒ voters.cec.gov.ge

არსებულ 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები; შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).

15 ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ.

კომენტარები