ფოთის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ოთარ ხარჩილავა “ეროვნულმა ფორუმმა” რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ხარჩილავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე, საიდანაც დაიწყო მისი დაპირისპირება ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან, ვინაიდან მისი ფავორიტი ლევან ჩოჩიას კანდიდატურა საკრებულომ ჩააგდო. სულ რაღაც სამიოდ თვეში საკრებულოს უმრავლსობამ ხარჩილავა იმპიჩმენტის წესით გადააყენა.

ხარჩილავა საზოგადოებას ექსცენტრიული განცხადებებით. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარ არჩევას ის “პოლიტიკურ შოკს” უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობა უბედნიერესი იყო მისი არჩევით:

“ჩემი საკრებულოს თავმჯდომარე არჩევა იყო გარკვეულწილად პოლიტიკური შოკი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყანაში, როცა მართლა იზეიმა დემოკრატიამ, მართლა არის ქალაქი დემოკრატიის პიკი ეს ვიღაც ინდივიდებისთვის იყო შოკისმომგვრელი, ქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა უმაღლეს ხარისხში იყო ასული, ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ეს პოლიტიკური ამაღლებული ტემპერატურა რაც შეიძლება მცირე დროში დაბლა დამეწია და ქალაქი სტაბილურ რეჟიმში განაგრძობს უკვე ცხოვრებას, ქალაქი დასტაბილურებულია, მოსახლეობა უბედნიერესია, თუ გინდათ გაიარეთ და იკითხეთ პროცესები შესახებ”- განაცხადა ახლადარჩეულმა ხარჩილავამ.

ოთარ ხარჩილავა მანამდე მერის თანაშემწედ სპორტისა და კულტურის საკითხებში და აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის არჩევნებამდე მუშაობდა. ამჟამად, ფოთის საკრებულოს წევრია.

ოთარ ხარჩილავა 2007 წელს გასამართლებულია ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მას დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2010 წელს, ის ხელმეორედაა გასამართლებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ის საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

2013 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით, მას მოეხსნა ნასამართლეობა. თავად ხარჩილავა მისი დაკავებების ფაქტს, სააკაშვილის პერიოდში, მისი და მამამისის – ბიზნესმენ გიზო ხარჩილავას დევნას უკავშირებს.

“რუსეთი დროშის დაწვის ხელმძღვანელი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ეს არის ვანდალიზმი. ეს ცდება ადამიანურ ჩარჩოებს”- განაცხადა TSpress – თან საუბრისას იმ დროს ფოთის მერის თანაშემწემ, ოთარ ხარჩილავამ რუსული დროშის დაწვის ფაქტზე. 2013 წელს, ფოთში, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის დროშის გამოფენა “ნაციონალურმა მოძრაობის” ადგილობრივმა ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად, რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს.

“2 დღეში მექნება პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ინტერვიუ მას შეუთანხმდით” – განუცხადა TSpress-ს ეროვნული ფორუმის ფოთელმა კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ. მან არც მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოცემას და არც გუშინ გამართული ბრიფინგის შესახებ შეატყობინა.

ამავე თემაზე:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ხარჩილავა აირჩიეს

მერის თანაშემწე – რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია [Video]

ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

საჯარო სამსახურის თანამშრომლები მარგველაშვილთან შეხვედრაზე [Video]

“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაცია რუსეთის დროშის დაწვას გმობს [Video]

*გამოყენებილია smo.ge-ს და nikoladzisgzit.ge-ს ვიდეომასალები

კომენტარები