“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ფრიდონ კვარაცხელია იყრის. ინფორმაცია TSpress-ს კანდიდატმა დაუდასტურა. კვარაცხელია პროფესიით ექიმია. ის ამჟამად ფოთის საკრებულოს წევრია.

ფრიდონ კვარაცხელია 2012 წელს “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აქტიური მხარდამჭერი იყო. ის სახელისუფლებო პარტიას არჩევნების შემდეგ ჩამოშორდა, რაც ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასთან უთანხმოება მოუვიდა. უთანხმოების მიზეზი ბესელიას თვითნებური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იყო.

“ეკა ბესელიამ მითხრა, რომ ფოთში “ქართული ოცნება” ვარ მხოლოდ მე და ყველაფერი მე მეხებაო. არჩევნების მოგების მერე, ბესელიამ მითხრა, ფოთში აბსოლუტურად ყველაფერი მე მეხებაო: მერის, ბიუჯეტის და სხვა საკითხები. ეს ის პერიოდია, როცა მერის არჩევის საკითხი განიხილებოდა, გუნდის წევრების ნაწილმა ჩემი კანდიდატურა დაასახელა. ბესელიამ მითხრა, ჩემთან შუთანხმებლად ვერ იქნებაო და ამის შემდეგ მე აღარ მიმიღია მონაწილეობა,”– აცხადებდა კვარაცხელია.

ბესელიას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევასა და ფოთის მისთვის “ჩაბარებაზე” TSpress-ის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვა, რაც მოგვიანებით, ფრიდონ კვარაცხელიამ დაადასტურა. ამის შემდეგ ფოთის მაჟორიტარმა კვარაცხელიას აღნიშნული განცხადების უარყოფა მოთხოვა და მედიასაშუალება სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კვარაცხელიას აღნიშნული განცხადება არ უარყვია.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან კენჭი “პატრიოტთა ალიანსიდან” იყარა და საკრებულოს წევრი გახდა.

ამავე თემაზე:

ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში “ქართული ოცნება” მე ვარ!

ეკა ბესელია TSpress.ge-ს წინააღმდეგ მორიგ სიცრუეს ავრცელებს [Audio]

კომენტარები