6 სექტემბერს, ფოთში დაგეგმილი “ფაზისობის” დღესასწაულისთვის, ადილობრივი ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარია გამოყოფილი.

“ფაზისობა” – როგორც სახალხო დღესასწაული 1986 წლიდან ყოველ შემოდგომაზე იმართებოდა. 2005 წლიდან, დღესასწაულის აღნიშვნა შეწყდა.

ფაზისობისათვის ბიუჯეტში 40-50 ათასი ლარის ოდენობით თანხა ყოველწლიურად იყო გათვალისწინებული, თუმცა ცვლილების შედეგად ის სხვა მუხლში გადაქონდათ.

2013 წელს, ფაზისობის აღდგენის ინიციატივით, მაჟორიტარი ეკა ბესელია გამოვიდა, თუმცა ფოთის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, დავით ბაბილუას წინააღმდეგობის გამო, არ ჩატარებულა. საკრებულოს თავმჯდომარის სურვილი იყო, რომ ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და სხვადასხვა ფონდებსაც დაეფინანსებინათ და მთავარი წყარო ადგილობრივი ისედაც მწირი ბიუჯეტი არ ყოფილიყო.

ფაზისობა მხოლოდ მომდევნო 2014 წელს გაიმართა, როცა უკვე ბაბილუა უკვე აღარ იყო საკრებულოს თავმჯდომარე და ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარით დაფინანსდა.

ამავე თემაზე:

ბესელია “ფაზისობის” აღნიშვნას ითხოვს

კომენტარები