“როცა ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, ავტომატურად გამიჩნდა მტრები ბესელიას თამადობით. მე არ ვემორჩილები დირექტივებს, არ ვემორჩილები კლანებს და ვერ დავემორჩილებოდი ბესელიას და ბესელიებს.”- განაცხადა “ქართული ფორუმის” ფოთელმა კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მან სამ თვეში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან მისი გადაყენების მიზეზები ასე განმარტა:

“იყო შემოთავაზება დამეტოვებინა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა და გადავსულიყავი გუბერნატორის მოადგილედ, ან ნებისმიერი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რაზეც მიიღეს მყისიერი უარი იმიტომ, რომ მე ვალდებული ვიყავი თქვენთან, ხალხთან და მეტი არვისთან. ამიტომ სამი თვის თავზე, იმპიჩმენტის წესით გადამაყენეს.”

მან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზი ყოფნის სამი თვის მანძილზე გაკეთებული საქმეებზიც გაიხსენა:

“საერთო მეგობრების დახმარებით, მოვიძიეთ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია, ლამის მუხლებში ჩავუვარდით მინისტრ შავლიაშვილს და ცენტრალურმა ბიუჯეტმა გამოგვიყო 1 მილიონის ტრანსფერი რკალის რეაბილიტაციისთვის, ასევე მოხდა ის, რომ “დუტიფრის” საერთაშორისო სასაწყობე ტერმინალი გავხსენი ნაბადაში” – განაცხადა ხარჩილავამ.

არჩევის შემთხვევაში, ის ამომრჩევლებს ქალაქის ცენტრის მოწესრიგებას, ინფრასრუქტურული სამუშაოების დაწყებასა და სანაპირო ტერიტორიების გაკეთებას პირდება.

“ვალში ვარ თქვენთან, რომ დაგპირდით და ვერ შეგისრულეთ და მართლა ვიცი, როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქი ფოთი” – ამბობს “ეროვნული ფორუმის” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ხარჩილავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე, საიდანაც დაიწყო მისი დაპირისპირება ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან. სულ რაღაც სამიოდ თვეში საკრებულოს უმრავლსობამ ხარჩილავა იმპიჩმენტის წესით გადააყენა.

ხარჩილავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარ არჩევას”პოლიტიკურ შოკს” უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობა უბედნიერესი იყო მისი არჩევით:

“ჩემი საკრებულოს თავმჯდომარე არჩევა იყო გარკვეულწილად პოლიტიკური შოკი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყანაში, როცა მართლა იზეიმა დემოკრატიამ, მართლა არის ქალაქი დემოკრატიის პიკი ეს ვიღაც ინდივიდებისთვის იყო შოკისმომგვრელი, ქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა უმაღლეს ხარისხში იყო ასული, ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ეს პოლიტიკური ამაღლებული ტემპერატურა რაც შეიძლება მცირე დროში დაბლა დამეწია და ქალაქი სტაბილურ რეჟიმში განაგრძობს უკვე ცხოვრებას, ქალაქი დასტაბილურებულია, მოსახლეობა უბედნიერესია, თუ გინდათ გაიარეთ და იკითხეთ პროცესები შესახებ”- განაცხადა ახლადარჩეულმა ხარჩილავამ.

ამავე თემაზე:

ვინ არის “ეროვნული ფორუმის” ფოთელი კანდიდატი [Video]

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ხარჩილავა აირჩიეს

მერის თანაშემწე – რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია [Video]

ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

საჯარო სამსახურის თანამშრომლები მარგველაშვილთან შეხვედრაზე [Video]

“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაცია რუსეთის დროშის დაწვას გმობს [Video]

კომენტარები