„მერაბ ქვარაია, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ქალაქ ზუგდიდს იმასაც კი ვერ ახრეხებდა, რომ ადეკვატური ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის ზუგდიდის კონკრეტულ ოლქში“ – განაცხადა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის ფოტოები წარუდგინა, სადაც ასახულია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აქ მცხოვრები მოსახლეობა რისკის ქვეშაა, რადგან შენობა მთლიანად არის ამორტიზირებული და არსებობს მისი ჩამონგრევის საშიშროება.

მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, ეს ხდება მაშინ, როცა ზუგდიდის ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 530 ათას ლარამდე იყო გამოყოფილი, რომლის ათვისებაც სრულად ვერ მოხდა, ხოლო ტენდერების შედეგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 10-15% -ით თანხების დაზოგვა, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ ავარიული სახლები გადაეხურათ.

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს ერთ პირთან მოლაპარაკებით შეესრულებინა ეს სამუშაოები. თქვენ თუ დააკვირდებით ვადებს როდის იქნა გადმორიცხული თანხები და როდის განხორციელდა უშუალოდ შესყიდვა, ეს ვადები აბსოლუტურად საკმარისი იყო გამატივებული ელ.ტენდერის სახით ამ შესყიდვის განხორციელებაზე. მსგავსი პრაქტიკა კორუფციის რისკებს ქმნის. დღეს კი ქვარაიას სურს წარმოადგენდეს პარლამენტში ზუგდიდს, მაშინ როდესაც ის მოქალაქეების პრობლემებს საკუთარ საარჩევნო ოლქში არ აქცევდა ადეკვატურ ყურადღებას. ჩვენ მომავალშიც ვისაუბრებთ იმ საქმეებზე, ამ გუნდზე, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა კონკრეტული მიმართულებებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები