“თუ 8 ოქტომბერს შემოხაზავთ ნომერ 26-ს, თქვენს თავს ვფიცავარ, ხაზავთ დამოუკიდებელ ქალაქს, დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს და განვითარებას! დიდი მადლობა!- განაცხადა “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარობის ფოთელმა კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ფოთის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ოთარ ხარჩილავა “ეროვნულმა ფორუმმა” წარადგინა. ხარჩილავა “ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო სიის მე-13 ნომერია.

ხარჩილავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე, საიდანაც დაიწყო მისი დაპირისპირება ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან. სულ რაღაც სამიოდ თვეში, საკრებულოს უმრავლესობამ ხარჩილავა იმპიჩმენტის წესით გადააყენა.

ხარჩილავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარ არჩევას“პოლიტიკურ შოკს” უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობა მისი არჩევით უბედნიერესი იყო.

ამავე თემაზე:

ვინ არის “ეროვნული ფორუმის” ფოთელი კანდიდატი [Video]

კომენტარები