2016 წლის 14 იანვარს, ღამით, ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის სამსახურებრივ ავტომანქანას, როდესაც ის სახლში (გრიგოლეთში) ბრუნდებოდა ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი, თავად პროკურორი არ დაშავებულა.

ქალაქში მომხდარის ირგვლივ ბევრი ვერსია გავრცელდა, ზოგმა პროკურორის მკვლელობის შეკვეთა ერთ–ერთ სისხლის სამართლის საქმეს, ზოგმა მის ბიზნესინტერსებს, ზოგმაც დეპუტატ ეკა ბესელიას შვილსაც დაუკავშირა.

როგორც პროკურორის უახლოესი გარემოცვიდან გახდა ცნობილი, პროკურორზე თავდასხმა სამეგრელო ზემო–სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს უკავშირდება, რასაც წინ უძღოდა ნაწილობრივ გახმაურებული, ღია და ზოგჯერ ფარული დაპირისპირება პროკურორსა და რეგიონში მომუშავე პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის.

წყაროს ცნობით, პროკურორი, რომელიც თანამდებობაზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა, დღიდან მისი დანიშვნისა, ღიად საუბრობდა და საკუთარი კავშირების გამოყენებით აქტიურად ცდილობდა რეგიონში მომოშავე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ზონდერი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან ჩამოცილებას, რის გამოც, წყაროსვე ცნობით, საიდუმლოდ, სამსახურიდან დასათხოვი პირების “შავ სიებსაც” კი ადგენდა და “შემკვეთებს” აწვდიდა, რაც ჩინოსნების ყურამდე მივიდა და ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა.

წყაროსვე ცნობით, სიტუაციამ კულმინაციას სწორედ მაშინ მიაღწია, რაც, 2016 წლის 12 იანვარს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში აიყვანეს სამხარეო პოლიციის ყველა ხელმძღვანელი: გ.ზესაშვილი, ბ.ნიკურაძე, გ.კორსანტია და განთავისუფლების საფრთხე დაემუქრა რეგიონის პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებსაც.

გავრცელებული ხმებით და თავად მინისტრის განცხადებით, კადრების განკარგულებაში მყოფ ჩინოსნებს სამსახურში დარჩენის მცირეოდენი შანსებიც კი გადაწურული ჰქონდათ, რაშიც ისინი ბრალს “მეოცნებე” პროკურორში ხედავდნენ, რის გამოც მოქმედ პოლიციელებს პროკურორზე ანგარიშსწორების სერიოზული მოტივაცია ჰქონდათ.

პროკურორზე თავდასხმის ფაქტის შემდეგ, აღნიშნულმა მაღალჩინოსნებმა, სამეგრელო ზემო–სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას აქტიური დახმარებით, სამსახურში დაბრუნება მოახერხეს.

ამჟამად, როგორც ამბობენ, ჩინოსნები, ყველა შესაძლო კავშირების გამოყენებით, ფოთის პროკურორის თანამდებობიდან ჩამოცილებასა და მის ნაცვლად, მათივე თანამოაზრის, “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერის, ყველა არჩევნებისას მოსახლეობისა და პრობაციონერების აწიოკებისათვის, მიშას ორგზის ღირსების ორდენის კავალერის, ფოთის პროკურორის ამჟამინდელი მოადგილის, გ.კოკაიას მოყვანას აპირებენ.

პროკურორი ადრეც იყო იგივე პირების სამიზნე, თუმცა, ეკა ბესელიას ლობირებით, მოხსნას ბევრჯერ გადაურჩა.

სამწუხაროა, რომ პოლიციისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ქალაქი ფოთი, ზეგავლენის სფეროების, სამსახურებრივი ანგარიშსწორებისა და სკამების გადანაწილების პოლიგონად იქცა. იმედია, ინფორმაცია დაინტერესებული სამსახურების მსჯელობის საგანი გახდება.

ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარობას ისიც ადასტურებს, რომ ფოთის მოქმედი მთავარი პროკურორი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტზე განთავსებული აპლიკაციით, პროკურატურის სისტემიდან მართლმსაჯულების სისტემაში რიგით მოსამართლედ აპირებს “გაქცევას”. ხოლო ინტერნეტგამოცემა “პრაიმტაიმმა” უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგუაძის შემცვლელად გ. კოკაია სახელდება.

http://hcoj.gov.ge/ge/mosamartleobis-kandidatebis-sia/2626

http://primetimenews.ge/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%…/

წყარო: http://ghn.ge/com/news/view/148513

კომენტარები