„ორ მილიონზე მეტი „აწარმოე საქართველოში“ პროექტის და აგროშეღავათიანი კრედიტების ფარგლებში მიიღო მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ეს არის ხახუბია, ბიზნესმენი კანდიდატი, ორი მილიონი კრედიტით…“ – ეს ინფორმაცია ფოთში მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი პარტიის ფოთელმა კანდიდატმა, ლელა ებრალიძემ და მისმა დამ, დალი ებრალიძემ მიაწოდეს.

“რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, ლელა ებრალიძემ და მისმა ამომრჩევლებმა, მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ დავით უსუფაშვილს ქალაქის პრობლემები გააცნეს, სადაც მთვარ პრობლემად სანიჩბოსნო ბაზის არქონა, მეთევზეებისთვის თევზჭერის უფლების არქონა და ქალაქში თევზის სუნი დასახელდა.

ლელა ებრალიძე პრობლემად მიიჩნევს, რომ ერთადერთი კომპანია დაფინანსდა მხოლოდ სახელმწიფო კრედიტით და ამ კომპანიიის მფლობელი ახლა ამ ფულით საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რაც, მისი აზრით, არასწორია. თუმცა, უსუფაშვილმა პრობლემა სხვა რაღაცაში დაინახა: „ბიზნესი როგორ განვავითაროთ, თუ ყველა ბიზნესმენი პარლამენტში მოდის, მანდ პრობლემა სხვა რაღაცაა. გადასარევი ხალხია, ძალიან მუყაითი, მშრომელი, გამრჯე, ოღონდ სათავისოდ… პარლამენტის სხდომაზე ვერ მოვიყვანე, მაგრამ თავისი ბიზნესის მხრივ, როგორც სჭირდებათ, კარგად არიან“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ისაუბრა თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი პარტიას და დავით უსუფაშვილს. შეხვედრა ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე, დევნილების დასახლებასთან გაიმართა.

კომენტარები