პაატა ბურჭულაძის პარტიის ფოთელი კანდიდატი კოტე კემულარია ხელისუფლებას მისი მხარდამჭერის, ფოთის საბრძოლო ხელოვნების სკოლის დირექტორის ელგუჯა მირგატიას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ კოტე კემულარიამ მერიასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა:

„მერმა მოაწერა ხელი, იმიტომ რომ ჩვეენთან არის. დაუძახეს და უთხრეს, ოცნებაზე იმუშავეო, ნუ დადიხარ კოტე კემულარიასთან შტაბშიო. უთხრა – არაო, მე თავისუფალი კაცი ვარ და იქ ვმუშაობო. არ წერია განთავისუფლების ბრძანებაში რატომ გაანთავისუფლეს, აუდიტის მიერ შემოწმებულია, არანაირი დარღვევა არა აქვს. არის თუ არა ეს საზიზღარი ფაქტი კონსტიტუციის დარღვევა?“

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად ელგუჯა მირგატიამაც გააკეთა განცხადება: „ ადმინისტრაციის უფროსმა, ზვიადი შუბითიძემ დამიბარა, მთხოვა, დავხმარებოდი “ქართულ ოცნებას”. უარი განვუცხადე, შემდეგ დამემუქრნენ და სისრულეში მოიყვანეს. აუდიტიც შემომიყვანეს სამსახურში, აუდიტის დასკვნაც მაქვს, რომ სუფთა ვარ. ერთადერთი მოხსნის მიზეზი ის იყო, რომ მე გადავუდექი “ქართულ ოცნებას”. იყო მუქარა:”შენ ხარ ქართული ოცნების მიერ დანიშნული და თუ არ დაგვიდგები, მოგხსნით”. ამის შემდეგ მომხსნეს.“

კომენტარები