ფოთში, რუსთაველის რკალზე, “ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას თითქმის ყველა პლაკატი ჩამოხეულია და მის გვერდზე გაკრული”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ბექა ბასილაიას პლაკატები კი ხელშეუხებელია.

“მეორე დღესვე დაიწყეს ჩამოხევა. ყოველთვის ვტოვებთ პლაკატებს შორის ადგილებს, რომ სხვებსაც მიეცეთ გაკვრის საშუალება. რა თქმა უნდა, პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიების მიერ და ალბათ, საპასუხო რეაგირებას ელოდებიან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათივე მეთოდებით პასუხის გაცემას. კონკრეტულ პარტიას ვერ მივუთითებთ, რადგან არ გვქონია მონიტორინგი, მაგრამ დღეიდან, ჩვენი სპეციალური ჯგუფები დაიწყებენ მონიტორინგს, ადგილზე გამოვავლენთ კანონდამრღვევებს და ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი კანონის ფარგლებში”- აცხადებს “ქართული ოცნების” კანდიდატის წარმომადგენელი კატო ჩულაშვილი TSpress-თან საუბრისას.

შტაბში დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

კომენტარები