„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ფრიდონ კვარაცხელია, ამჟამად, ფოთში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ის პროფესიით ექიმია და ამჟამად, ფოთის საკრებულოს წევრია “პატრიოტთა ალიანსიდან”.

რომ დავპირდე მოსახლეობას, რომ ქუჩებს მოვხრეშავ, მოვაასფალტებ, კანალიზაციას გავაკეთებ, მაშინ მოვატყუებ, მაგრამ ერთ რამეს ვპირდები, რომ წინამორბედი მაჟორიტარისაგან განსხვავებით, ყოველთვის მექნება მოსახლეობასთან კონტაქტი და მათ ჭირ-ვარამს და საჭიროებების, რისი გაკეთებაც თვითმართველობას და მერიას შეუძლია, კონტროლს ნამდვილად განვახორციელებ“- აცხადებს კანდიდატი.

მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატს არ დაუწყია, ფიქრობს, რომ საკმაოდ კარგად იცნობს ფოთის პრობლემებს.

წინასაარჩევნო კამპანია მან სიძულვილის ენით დაიწყო და ადგილობრივ ტელეკომპანიასთან კომენტარში ლიბერალები „ლიბერასტებად“ მოიხსენია, რაც TSpress-თან საუბარში ასე განმარტა: „ათეისტები არიან და იბრძვიან რელიგიის წინააღმდეგ, ცოტა უფრო კონსერვატორები უნდა ვიყოთ. შევინარჩუნოთ ჩვენი ქართველობა, ჩვენი მეობა, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები“- აცხადებს კვარაცხელია.

TSpress-თან საუბრის დროს მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ თქვა „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარი გამარჯვებიდან ორ თვეში, „სხვებისგან განსხვავებით, უფრო ადრე გამიცრუვდა იმედები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემნაირი ხალხი იქ არ სჭირდებათ, “ქართული ოცნება”ცოტა ჭრელია“.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივცეთ ფრიდონ კვარაცხელიას და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმა, ამბობს, რომ დეპუტატობისას ის გააკეთებს ქართულ საქმეს: „არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერ ხელს, ერთსქესიანთა ქორწინებას“- ამბობს კვარაცხელია.

ამავე თემაზე:

ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში “ქართული ოცნება” მე ვარ!

 

ეკა ბესელია TSpress.ge-ს წინააღმდეგ მორიგ სიცრუეს ავრცელებს [Audio]

 

“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ფოთში ფრიდონ კვარაცხელია იქნება

 

კომენტარები